მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “არანაირი სურვილი მაქვს, რომ საკუთარი თავი ან რაკიტიჩი გავამართლო”

ენრიკე: “არანაირი სურვილი მაქვს, რომ საკუთარი თავი ან რაკიტიჩი გავამართლო”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მისსა და ივან რაკიტიჩს შორის სიტუაციაზე ისაუბრა.

“მე არანაირი სურვილი მაქვს, რომ საკუთარი თავი ან რაკიტიჩი გავამართლო. ამის გაკეთებას არ ვაპირებ. რაკიტიჩი იყო და იქნება “ბარსასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელი. საკუთარ თავზე კრიტიკა უნდა მივიღო და გავაგრძელებ საქმე მქონდეს კრიტიკასთან იმის გამო, რომ, როგორც მე ვფიქრობ, ეს გუნდს სარგებელს მოუტანს. ძალიან კმაყოფილი ვარ რაკიტიჩის ვალდებულებითა და მისი სამუშაოსადმი დამოკიდებულებით.” – განაცხადა ენრიკემ.

ხორვატი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ, მოედანზე არ გამოსულა, სადაც “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” თანაქალაქელები ანგარიშით 4:1 დაამარცხეს. თამაშის შემდეგ ის კარგ განწყობაზე არ იყო, ლუის ენრიკემ კი განაცხადა, რომ რაკიტიჩი მოედანზე არ გამოვიდა, რადგან მან ასეთი გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად ჩათვალა. გარდა ამისა, ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, მიონხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგაც (4:0) არ მიიღო მონაწილეობა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში