მადრიდის “რეალის” ყოფილ ნახევარმცველს, გუტის ჰკითხეს, შეიძენდა ის თუ არა ლიონელ მესის “სამეფო კლუბისთვის”. გუტის აზრით ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ლიდერი გუნდი იმდენად ძლიერია, რომ გაძლიერება არ ჭირდება.
“მესი? “რეალს” არავინ არ ჭირდება. გუნდი ძალიან ძლიერია და ეს რეალობაა. ლიონელს “სამეფო კლუბის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი ექნებოდა.
ასევე ვფიქრობ, რომ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებსაც ექნებოდათ ადგილი “ბარსას” შემადგენლობაში.” – განაცხადა გუტიმ.


