workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუტი იამალს მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ასახელებს

გუტი იამალს მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ასახელებს

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გუტი “ბარსელონას” ვარსკვლავს ლამინ იამალს მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოიაზრებს.

გუტიმ AS-თან ინტერვიუში კითხვაზე, არის თუ არა იამალი მსოფლიოს ამჟამინდელ სამ საუკთესო მოთამაშეს შორის, განაცხადა:

იმის გათვალისწინებით, რასაც ის მოედანზე აკეთებს, დიახ, უდავოდ.

“რეალ მადრიდის” ლეგენდამ კიდევ ერთ კითხვაზე, “ბარსას” რომელ ფეხბურთელს გაიფორმებდა მადრიდულ კლუბში, დაუფიქრებლად ასევე იამალი დაასახელა.

იამალი გასულ სეზონში “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების რიგებში ბრწყინავდა. 17 წლის ტალანტი ამ სეზონშიც შესანიშნავად გამოიყურება, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს – 5 თამაშში 3 გოლი და 4 ასისტი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 22 სექ 2024, 18:58

    ტებასმაც კარგად ილაპარაკა:
    ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა კომპონენტში დაასახელა.
    აღსანიშნავია, რომ ტებასმა ლა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა.
    – საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი?
    – ბუტრაგენიო.
    – ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი წარსულში?
    – მესი.
    – საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში?
    – მესი.
    – საუკეთესო ევროპელი მოთამაშე?
    – ბელინგემი
    თუმცა სხვა რო ეთქვა იცოდა დებილათ ჩათვლიდნენ.

  • Rick Sanchez
    schedule 18 სექ 2024, 14:02

    ასე გააგრძელოს იამალმა და ოქროს ბურთს გაჯიბავს

  • mari
    schedule 17 სექ 2024, 21:24

    smile იამალის გარდა დანარჩენი ორი ვინ არიან ბარემ ისიც თქვი შე კაი კაცო..

  • Barca for life
    schedule 17 სექ 2024, 17:27

    ჯერ მთელი სეზონი წინაა და არ ღირს მსგავსი საუბრები, მაგრამ მჯერა ამ სეზონში შეიძლება ისე გაიხსნას რომ ოქროს ბურთიც წამოიღოს, არ ვიცი. პოტენციალი აშკარად აქვს.