დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე, “ბარსელონას” შვებულებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ვარჯიშს განაახლებენ. როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, ფეხბურთელებმა ერთი კვირა დაისვენეს და დღეიდან კვლავ განგრძობენ მუშაობას. გამონაკლისია ლიონელ მესი, რომელსაც მწვრთნელმა 1-2 იანვრამდე დასვენების უფლება მისცა.
2 იანვარს, “ლევანტესთან” გასამართ მატჩამდე “ბარსელონას” ფეხბურთელები 6 ვარჯიშს გამართავენ. დღეს, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე, მესის გარდა ყველა ფეხბურთელი შეიკრიბება და შესვენების შემდეგ ივარჯიშებს. ხუთშაბათს, 30 დეკემბერს, გუნდი 2 ვარჯიშს გამართავს – ადგილობრივი დროით 11:00 და 18:30 საათებზე. 31 დეკემბერს, 11:00 საათზე, 2010 წლის ბოლო ვარჯიში გაიმართება, ზუსტად 24 საათის შემდეგ კი 2011 წლის პირველი ვარჯიში. “ლევანტესთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს კატალონიელები თამაშის დღეს, ასევე 11:00 საათზე გამართავენ.



