მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არდა: “შემდგარ მოთამაშედ თავი “ატლეტიკოში” ვიგრძენი”

არდა: “შემდგარ მოთამაშედ თავი “ატლეტიკოში” ვიგრძენი”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, არდა თურანმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რას წერს ზოგიერთი მედია ფეხბურთელის შესახებ. ამასთან ერთად თურქმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლა მის გეგმებში არ შედის.

“ბარსელონაში” დარჩენა რაც შეიძლება დიდი ხნით მსურს, შემდეგ კი “გალათასარაიში” დაბრუნება მინდა. ფეხბურთის თამაში სწორედ ამ კლუბში ვისწავლე, ხოლო შემდგარ მოთამაშედ თავი “ატლეტიკოში” ვიგრძენი. “ბლაუგრანა” – მაქსიმალური დონეა, რასაც შეიძლება ფეხბურთელმა მიაღწიოს.

რაც შეეხება იმას, თუ რას წერენ ჩემ შესახებ. ესპანურმა პრესამ თუ გამაკრიტიკა, თურქულმა ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. პატრიოტობა ყველასთვის კარგია.

თურქული მედია ისე იქცევა, როგორც “ბარსელონას” გულშემატკივარი, რომელსაც არ მოვწონვარ.” – ციტირებს თურანის სიტყვებს Hürriyet.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში