“ბარსელონას” ნახევარმცველმა, არდა თურანმა განაცხადა, რომ ლუის ენრიკესთან მუშაობა მოსწონს. მიუხედავად ამისა, ესპანელი მწვრთნელი თურქი ფეხბურთელის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავს.
სწორედ თურანის დარღვევის შემდეგ შეძლო მადრიდის “რეალმა” “ელ კლასიკოში” ანგარიშის გათანაბრება.
“დარღვევის გამო ბევრჯერ გამაკრიტიკეს. სისულელეა იმის მტკიცება, რომ ამ ჯარიმამ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის ბედი გადაწყვიტა.
ეს ხომ უბრალოდ დარღვევა იყო. ჩვენ ერთად ვიმარჯვებთ და ერთად ვმარცხდებით. მარტივია ყველაფრის ჩემ ერთ მოქმედებაზე დაბრალება.
“ელ კლასიკოს” შემდეგ სახლი არ დამიტოვებია, ხალხი კი ამბობს, რომ წვეულებაზე წავედი.
სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ჩემთვის უჩვეულოა, მაგრამ მწვრთნელსა და მის ტაქტიკას ვენდობი. მომწონს ენრიკესთან მუშაობა, ის პატივისცემას იმსახურებს.” – აღნიშნა თურქმა.
