როგორც Mundo Deportivo იტყობინება, დონეცკის “შახტარის” კაპიტნის, დარიო სრნას “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლა ალეიშ ვიდალის ტრანსფერზე არაა დამოკიდებული.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარიგება მხოლოდ იმ პირობით შეიძლება შედგეს, თუ კატალონიელები ალეიშ ვიდალს გაყიდიან, რადგან “ბარსელონას”, ზამთრის ტრანსფერებისთვის გამოყოფილი ფული არააქვს.
34 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება “მეშახტეებთან” 2017 წლის ზაფხულში იწურება.
