მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გომეში: “არ მიყვარს მესის და რონალდუს შედარება”

გომეში: “არ მიყვარს მესის და რონალდუს შედარება”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრე გომეშმა კატალონიურ რადიოს ინტერვიუ მისცა.

“მე “ბარსელონასთან” კონტრაქტი გავაფორმე – ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა ამ გუნდში თამაშით ვტკბები. “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია.

არ მიყვარს მესის და რონალდუს შედარება. მე არასდროს ვიტყვი, თუ ვინ არის საუკეთესო. მე ორივე მომწონს, რადგან ერთი მათგანი პორტუგალიის ნაკრებში ჩემი პარტნიორია, მეორე კი – “ბარსელონაში”.

“ბარსელონას” შემადგენლობა ძალიან ძლიერია და ყველას თამაში სურს. მე ბევრი უნდა ვისწავლო და ნაკლები შეცდომები დავუშვა, რათა მზად ვიყო სასტარო შემადგენლობაში მოსახვედრად.

აქ არის საკუთარი სირთულეები. “ბარსელონა” კარგად სტრუქტურირებულია, მისი თამაშის სტილი წლების განმავლობაშია შენარჩუნებული. ფეხბურთელები მოდიან და მიდიან, კლუბის ფილოსოფია კი რჩება. “ვალენსიაში” ყველაფერი სხვაგვარად იყო.

ხალხს ინიესტა უყვარს – ის ფენომენია. ის მაგალითია და ანდრესი მოედანზე ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რომელსაც მეტოქე არ ელოდება. მე გამიმართლა, რომ მესისთან, ინიესტასა და რონალდუსთან ერთად ვთამაშობ.” – განაცხადა ანდრე გომეშმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში