workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსიაში” არ იციან, გადავა თუ არა კანსელუ “ბარსელონაში”

“ვალენსიაში” არ იციან, გადავა თუ არა კანსელუ “ბარსელონაში”

“ვალენსიას” ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა არ იცის, დარჩება თუ არა შემდეგ სეზონში ჟოაუ კანსელუ გუნდში.

ამაზე “ღამურების” სპორტულმა დირექტორმა, სუსო გარსია პიტარხმა ისაუბრა. ესპანურმა პრესამ უკვე არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, პორტუგალიელი ფეხბურთელის მიმართ კატალონიური კლუბის ინტერესზე.

“მე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულში. კანსელუ ამბობს, რომ “ვალენსიაში” დარჩენა სურს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ალკასერის შემთხვევა. მას წასვლა სურდა და წავიდა. ნებისმიერ შემთხვევაში, კანსელუსა და მისი აგენტის ქმედება დღემდე მხოლოდ პატივისცემა იყო. მათ არასდროს მოუხდენიათ კლუბზე ზეწოლა. მომავალთან დაკავშირებით კი რთულია რაიმეს პროგნოზირება.” – ციტირებს პიტარხს Marca.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward