ჩინური “ჰებეი ჩაინა ფორჩუნი” “ბარსელონას” თავდამსხმელის, ლიონელ მესის შეძენას აპირებს.
აზიური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან მესის ხუთწლიანი კონტრაქტი, გადასახადების გადახდის შემდეგ, წელიწადში 100 მილიონი ევრო ხელფასით შესთავაზონ, იტყობინება As.
“ბარსელონა” მზადაა მესის კონტრაქტის გასახანგრძლივებლად. ახალი ხელშეკრულებით, ფეხბურთელი, როგორც მოსალოდნელია, წელიწადში 35 მილიონ ევროს მიიღებს.
ამჟამად, “ჰებეი ჩაინა ფორჩუნს”, რომელიც 2010 წელს დაარსდა, მანუელ პელეგრინი ხელმძღვანელობს. გუნდში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიცაა ესეკიელ ლავეცი, ჟერვინიო, სტეფან მბია და გაელ კაკუტა.


