“ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა ახალი კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
ხვალ, პარასკევს, 16 დეკემბერს, ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
“მე ძალიან მოხარული ვარ იქ ყოფნით, სადაც მსურს რომ ვიყო. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც სურდა კლუბს და მე. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ნებისმიერი ფეხბურთელი ისურვებდა კარიერის დასრულებას კლუბში, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობს. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ მე საკუთარ ამბიციებსა და ენთუზიაზმს არასდროს ვკარგავ.” – განაცხადა სუარესმა.
