workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
”ბარსელონა” და ”რეალი” – არათანაბარი ძალის მქონე მეტოქეები

”ბარსელონა” და ”რეალი” – არათანაბარი ძალის მქონე მეტოქეები

ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ნახევრის გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ”ბარსელონა” და ”რეალი” უკვე აღარ მიიჩნევიან თანაბარი დონის მეტოქეებად.

არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატი, ფაქტობრივად, მხოლოდ ”ბარსელონასა” და ”რეალის” შერკინებაა. მათი დონე დიდი ხანია სხვებისთვის მიუღწეველია. მაგრამ ყველასთვის ცნობილი ჭეშმარიტება თვალსა და ხელს შუა იმსხვრევა. საქმე ისაა, რომ ეს გრანდები, სხვადასხვა დონეზე აღმოჩნდნენ.

განსხვავება ”ბარსელონასა” და ”რეალს” შორის არამარტო გატანილ გოლებში, დაგროვილ ქულებსა და მოგებულ ტურნირებში გამოიხატება, არამედ ამ ორი კლუბის დამოკიდებულებაში. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მათგანი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ხოლო მეორე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, იმავე დონეზე დარჩა.

Marca-ს ტრადიციულ გამოკითხვაში, კატალონიური კლუბი მადრიდელებს ყველა მაჩვენებელში უსწრებს. მაგალითად, ჩავი და ინიესტა საგრძნობლად უსწრებენ კასილიასს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში. ხოლო ნომინაციაში ”წლის შემთხვევა”, ბოლო ”კლასიკოს” შედეგი, ჩამოუვარდება მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილ გოლს, რომელიც ასევე ”ბარსას” ფეხბურთელის ანგარიშზეა.

ერთადერთი მანუგეშებელი მადრიდელთათვის არის ის, რომ წლის სპორტსმენად ნადალი აღიარეს. ამ მაჩნებელით, ჩოგბურთელმა ჩამოიტოვა, როგორც ჩავი, ასევე ინიესტა.

მოდით, თვალი გადავავლოთ 2010 წლის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებს, რომელიც შეადგინა L’Equipe-მა. მეკარე: კასილიასი; მცველები: მაიკონი, ლუსიო, პიკე, კოენტრაუ; ნახევარმცველები: ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, სნეიდერი, შვაინშტაიგერი; თავდამსხმელი: მესი. ხუთი წარმომადგენელი ”ბარსელონადან”, და მხოლოდ ერთი ”რეალიდან”. ისევ და ისევ, ”რეალის” სახელისთვის მხოლოდ კასილიასი იბრძვის.

ჟურნალისტებიც ადამიანები არიან და შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, მიკერძოებულებიც. ავტორიტეტული France Football ვალდებულია იყოს ობიექტური. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ წელს ისინი ”ფიფასთან” ერთად გამოავლენენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. 6 დეკემბერს ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ”ბარსელონა” – ეს ის კლუბია, რომლამდეც სხვებს ბევრი უკლიათ. სხვაგვარად როგორ შევაფასოთ ერთი გუნდიდან სამი ფეხბურთელის გასვლა ფინალში? და არა უბრალოდ ფეხბურთელების, არამედ კლუბის აკადემიის აღზრდილების.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი თვლის, რომ გადაწყვეტილება სადავოა. ვესლი სნეიდერს, რომელმაც ”ინტერთან” ერთად მოიგო სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა ლიგა, ყველანაირი საფუძველი ჰქონდა ჩამბულიყო წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში. მაგალითად, ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას France Football-ის არჩევნებში, სწორედ სნეიდერს დაუჭირა მხარი. თუმცა, უმეტესობისთვის ”ბარსას” მაგია უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

ყველა კლუბი, რომლის მწვრთნელიც ჟოზე მოურინიო ხდება, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ექცევა. ისინი ემსგავსებიან პორტუგალიელს: ამპარტავნები, უტიფრები. ერთი სიტყვით, განსაკუთრებულები ხდებიან.

”რეალის” შემთხვევა განსხვავებულია. საქმე ის კი არაა, რომ მოურინიო შეიცვალა, ან საერთო ენა ვერ იპოვა ახალ ფეხბურთელებთან. არა! იმის ფონზე, რასაც სჩადის ”ბარსელონა”, მადრიდელთა დიდებამ ფერი დაკარგა. ”სამეფო კლუბი”, ”გალაქტიკო” – ადრე ყველაფერი ბუნებრივად ჟღერდა, ახლა კი, ეს უბრალოდ ჩვევაა. გულშემატკივრებმა კარგად იციან, რომ გალაქტიკურმა ფეხბურთმა ბინა კატალონიის დედაქალაქში დაიდო.

თუ წაიკითხავთ ჟოზე მოურინიოს ინტერვიუს, რომელიც მან პორტუგალიურ გაზეთს Record-ს მისცა, დიდებული მწვრთნელი ცოტა არ იყოს, შეგეცოდებათ. სად არის მკვეთრი განცხადებები? საკუთარი თავის რწმენა? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოგებებიდან გამომდინარეობს, ხოლო პორტუგალიელმა საშინელი მარცხი იწვნია – ”კლასიკო”.

”დიდი სურვილი მაქვს, რომ კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე დავრჩე ”რეალში”. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ტიტულების გარეშე გუნდში დარჩენა ძნელია. ასე რომ, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიგოთ რომელიმე ტურნირი.” ძველი მოურინიო ამ სიტყვებში არ იცნობა.

პარადოქსია, მაგრამ ”ბარსაზე” საუბრის დროს, იშვიათად ახსენებენ პეპ გვარდიოლას. ამას გარდა, ბევრი თვლის, რომ გვარდიოლა საშუალო დონის მწვრთნელია, რომელშიც კლუბი სულ ტყუილად ყრის ფულს. მან იყიდა იბრაჰიმოვიჩი, გლები, ჩიგრინსკი. ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო ”ბარსაში” თამაში. ჟურნალისტების თქმით, სწორედ გვარდიოლას დამსახურებაა მათი წარუმატებლობა კლუბში.

ყველას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი, თუმცა ისევ და ისევ ”ფიფამ” გააკეთა ობიექტური შეფასება, როდესაც გვარდიოლა წლის საუკეთესო მწვრთნელების პაექრობაში ჩართო. წოდების მისაღებად მას მოუწევს ვისენტე დელ ბოსკესა და ჟოზე მოურინიოსთან შერკინება.

თუ გადავხედავთ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს, ბევრ თქვენთაგანს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა: რომელ უფსკრულზეა საუბარი, როდესაც განსხვავება მხოლოდ ორი ქულაა, წინ კი მთელი სეზონი?

პასუხი მარტივია. მკვეთრი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ ”ბარსელონა” და ”რეალი” წელიწადში მხოლოდ ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს. ხოლო, სხვა შემთხვევებში, ისინი ძალების დემონსტრირებას ”ალმერიასთან”, ”რასინგთან”, ”სარაგოსასთან” და ”ლევანტესთან” ახდენენ. ის, რომ ”რეალი” მათ უგებს 3 ბურთიანი სხვაობით, ხოლო ”ბარსელონა” 5 ბურთიანი სხვაობით, არსებითი არაა. გოლების გატანით მათ ქულები არ ემატებათ. სამაგიეროდ, გარეგნულად იქმნება საბრძოლო სულისკვეთების ილუზია.

ახლა დროა ითქვას ასეთი რამ: ”რა იქნება ახალი წლის შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს”. მაგრამ, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კარდინალურად არაფერი შეიცვლება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward