მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “არ ვიცი, საჭიროა თუ არა ინდივიდუალური ჯილდოები”

ინიესტა: “არ ვიცი, საჭიროა თუ არა ინდივიდუალური ჯილდოები”

“ბარსელონას” კაპიტნის, ანდრეს ინიესტას თქმით, ის დარწმუნებული არაა, რომ მსოფლიო ფეხბურთში ინდივიდუალური ჯილდოები საჭიროა. ეს კომენტარი მან “ოქროს ბურთზე” საუბრისას გააკეთა.

“ჯილდოსთვის მებრძოლთა 30-კაციან სიაში ვიყავი. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ და არსებობენ ისეთებიც, რომელთაც თავიანთი ხედვა აქვთ. არ ვიცი, აუცილებელია თუ არა ფეხბურთში ინდივიდუალური ჯილდოები. თუმცა, ეს თამაშის ნაწილია.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Catalunya Radio.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში