კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლიონელ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას აგრძელებს.
“მესი – საუკეთესო მოთამაშე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. 29 წლის ასაკაში, ის უმაღლესი დონის თამაშს დემონსტრირებს და ყოველდღე ვითარდება.”
მესის კონტრაქტთან დაკავშირებით ბართომეუმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მესის ხელშეკრულება 2018 წლამდეა ვადაში. ამ საკითხის მშვიდად განხილვის დრო კიდევ გვექნება. გვსურს, რომ ლეომ “ბარსელონაში” დაასრულოს კარიერა.” – ციტირებს კატალონიური კლუბის პრეზიდენტის სიტყვებს beIN Sports.
