კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად “ალ სადის” ღირსებას იცავს, ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ადევნებენ თვალყურს აზიელი გულშემატკივრები “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მატჩებს. ლეგენდამ მის მომავალზეც ისაუბრა.
“ბარსელონა” საკუთარი სტილის ერთგულია. გუნდმა ბევრი ტიტული მოიგო და ვფიქრობ, შეუძლია ამის გაგრძელება.
აქ, ყატარში “ბლაუგრანას” მოგებასა და წაგებაზე ხალხი არ საუბრობს. ისინი განიხილავენ იმას, თუ როგორ ითამაშა გუნდმა. ამიტომ არაფერი არ უნდა შევცვალოთ.
მომავალში მინდა “ბარსელონას” ნაწილი გავხდე. ისეთი მასწავლებლები მყავს, როგორებიც ფელიქს სანჩესი და ოსკარ კანო არიან. სამწვრთნელო კარიერა? ამისთვის საფუძვლიანად უნდა მოვემზადო. ჯერ ლიცენზიაც კი არ მაქვს.” – ციტირებს 36 წლის ნახევარმცველს Barcastuff.
