workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტას მწვრთნელობა უნდა

ინიესტას მწვრთნელობა უნდა

”ოქროს ბურთის” მიღების ერთ-ერთი პრეტენდენტი, ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მას მწვრთნელობა სურს.”ბარსას” მე-8 ნომერი ხოსეპ გვარდიოლას გზის გავლას აპირებს.
AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ინიესტამ განაცხადა, რომ მას უნდა მწვრთნელობაშიც სცადოს ბედი.
”ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, არ მინდა, რომ ამ სპორტიდან წავიდე. ჩემი ოცნება ”ბარსელონას” გაწვრთნაა. შემიძლია ვიყო როგორც სარეზერვო გუნდის, ასევე, თუნდაც ფიზიკური მომზადების მწვრთნელი” – განაცხადა ანდრეს ინიესტამ AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე ხნის წინათ, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს დიდხანს ”ბარსელონაში” დარჩენას. ასე რომ ანდრესს აქვს შანსი, შეცვალოს პეპ გვარდიოლა ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში