workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპე მელი: “ოქროს ბურთის” მნიშვნელობა ხალხს კარგად არ ესმის”

პეპე მელი: “ოქროს ბურთის” მნიშვნელობა ხალხს კარგად არ ესმის”

“ბეტისის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, პეპე მელმა კრიშტიანუ რონალდუსა და კატალონიის “ბარსელონას” ლიდერ, ლიონელ მესის შორის პარალელი გაავლო. სპეციალისტმა აგრეთვე “ოქროს ბურთის” თემაზეც გააკეთა კომენტარი.

“რონალდუ საუკეთესო თავდამსხმელია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ამის უარყოფა შეუძლებელია. ის მეორე სართულზე შესანიშნავად თამაშობს, ორივე ფეხით ურტყამს და ძალიან ძლიერია.

ლიონელ მესი მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელია. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მისნაირები ვიყოთ. არგენტინელს მოთამაშის საუკეთესო თვისებების გაერთიანების საოცარი ნიჭი აქვს.

“ოქროს ბურთი”? ვფიქრობ, ამ პრიზის მნიშვნელობა ხალხს კარგად არ ესმის, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ჯილდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.

რეალურად, ეს არის პრიზი იმისთვის, ვინც ყველაზე წარმატებული წელი ჩაატარა. მათ ჯილდოს სახელი უნდა შეცვალონ.” – განაცხადა მელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward