Diario იტყობინება, რომ კატალონიის “ბარსელონა” “მილანის” თავდამსხმელით, კარლოს ბაკათი დაინტერესდა. “ბლაუგრანა” პაკო ალკასერის იტალიაში გაშვების ვარიანტს განიხილავს, რომელიც გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს “ვალენსიადან” შეუერთდა.
23 წლის ესპანელმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანა ვერ მოახერხა. “მილანს” ბაკას გაყიდვა 30 მილიონ ევროდ სურს.
კარლოს ბაკამ ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ბოლოს ის მოედანზე 20 ნოემბერს, “ინტერის” წინააღმდეგ გამოვიდა. გუნდებმა შესაძლოა ალკასერი და კოლუმბიელი ფორვარდი გაცვალონ.
