“ლას პალმასის” ნახევარმცველმა, კევინ პრინს ბოატენგმა, მადრიდულ Marca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც, სხვადასხვა საკითხთან ერთად, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შედარებასაც შეეხო.
“რონალდუს ყველაფერი აქვს. ის კარგად თამაშობს ორივე ფეხით, შესანიშნავია მეორე სართულზე, ამასთანავე, სწრაფიცაა.
მესი არაადამიანია. ის სხვა გალაქტიკიდანაა”, – აცხადებს ბოატენგი.
