ესპანურმა გამოცემა “ელ პაისმა” 69 ესპანელი სპორტსმენი გამოკითხა. გამოკითხვის კრიტერიუმები კი შემდეგი იყო: 2010 წლის საუკეთესო ესპანელი პოსრტსმენი, საუკეთესო საერთაშორისო სპორტსმენი, საუკეთესო სპორტული შეჯიბრება და წლის აღმოჩენა. გამოკითხვაში მონაწილეობა “ფორმულა 1″–ის მრბოლელებმა, კალათბურთელებმა, ჩოგბურთელებმა, გოლფის მოთამაშეებმა, მოტო–მრბოლელებმა და ფეხბურთელებმა მიიღეს…
2010 წლის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენად, 34 ხმით, რაფაელ ნადალი იქნა აღიარებული, რომლის შემდეგაც კალათბურთელი პოლ გასოლი, 8 ხმით მოდის. მესამე ადგილს “ბარსას” ერთ–ერთი ლიდერი, ჩავი ერნანდესი 7 ხმით იკავებს. ჩავის შემდეგ კი 6 ხმით ანდრეს ინიესტაა. “საერთაშორისო” კატეგორიაში რაღა თქმა უნდა საუკეთესოდ, 22 ხმით, ლეო მესი იქნა დასახელებელი. ჩვენდა გასაკვირად, 3 ხმა ერგო ჩავი ერნანდესს. 60–მა მონაწილემ, საუკეთესო შეჯიბრებებში, მსოფლიო ჩემპიონატი აირჩია. აქ თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივ მდგომარეობაშია, მაგრამ რა საინტერესოა, თუ რა არიჩია კარლეს პუიოლმა. კარლეს პუიოლი – “99 ქულის ლა ლიგა”. წლის აღმოჩენის კატეგორიაში 42 ხმით ველო–მრბოლელმა და 2010 წლის ჩემპიონმა, მარკ მარკესმა გაიმარჯვა, მაგრამ ხმები ასევე წინა წლის გამარჯვებულ პედროსაც ერგო. პედროს გარდა “ბარსადან” ხმები ბუსკეტსმაც მიიღო.



