კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა, ანდრეს ინიესტამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის მატჩში, “ოსასუნას” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3:0) კომენტარი გააკეთა.
“ბარსელონამ” კარგი მატჩი ჩაატარა. ბევრი მომენტი შევქმენით, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ გვქონდა ზუსტი გეგმა, რომელიც შევასრულეთ.
შეხვედრის გადამწყვეტ მომენტებში სხვაობის შექმნა შევძელით.” – ციტირებს ინიესტას სიტყვებს Marca.
