კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერჟი რობერტომ “ოსასუნასთან” გამართული მატჩის შემდეგ (3:0) განცხადება გააკეთა. ლუის ენრიკეს შეგირდებმა მადრიდის “რეალთან” სხვაობა დროებით, 3 ქულამდე შეამცირეს.
“ბოლო ორ მატჩში ჩვენი საუკეთესო თამაში აღმოვაჩინეთ. მოპოვებული ქულებით კმაყოფილები ვართ. მოთმინებით უნდა დავლოდებოდით სივრცის გახსნას. პირველი გოლის შემდეგ თამაში უფრო მოსახერხებელი გახდა.
იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ გამოსვლა. ლიდერი ქულებს აუცილებლად დაკარგავს.
მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. კმაყოფილი ვარ საკუთარი თამაშით. მთავარია ის, რომ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.” – განაცხადა რობერტომ.
