workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნოლიტო ჭორებს უარყოფს

ნოლიტო ჭორებს უარყოფს

“ბარსა ბ”–ს ერთ–ერთმა ლიდერმა, ნოლიტომ “დიარიო დე ხერესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში უარყო ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი ამ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე კლუბის შეცვლას აპირებს…

“მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უბრალოდ ჭორებთან გვაქვს საქმე. მართალია, რომ “ბენფიკა” და სხვა რამდენიმე კლუბი ჩემით დაინტერესდა, მაგრამ მე არავისთვის განმიცხადებია დადებითი პასუხი. ხალხი ამბობს, რომ მე “ბენფიკაში” გადაბარგებას ვაპირებ. მინდა გითხრათ, რომ მე ჯერ ბოლომდე ისიც არ ვიცი ვტოვებ თუ არა “ბარსას”,” განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.

მილიონი შეკითხვა იყო იმის თაობაზე, თუ რას იზამდა თუ მისით დაინტერესებას “რეალ მადრიდი” გამოიჩენდა. ნოლტომ კი ასეთი პასუხი გასცა: “მე ყოველთვის “ბარსასთან” ერთად ვიყავი და ყოველთვის “ბარსასთან” ერთად ვიქნები, მაგრამ მე რეალისტი ვარ და ყველაზე მეტად თამაში მსურს. თუ ფლორენტინო კარგ პირობებს შემომთავაზებს და “ბარსა” კონტრაქტს არ გამიხანგრძლივებს, მაშინ მადრიდში გადაბარგება მომიწევს, რადგანაც მე პროფესიონალი ვარ. თუ “მადრიდს” ფსონის დადება ჩემზე სურს, რატომაც არა? მე ყოველთვის მსურდა “ბარსელონასთან” ერთად წარმატების მიღწევა და როდესაც ჩემს წინააღმდეგ ვინმე იბრძვის, ყოველთვის დამარცხებული გამოდის.”

“ბარსელონას” სტილზე საუბრისას კი ნოლიტომ განაცხადა: “ხალხი ახლა გუნდის თამაშის სტილით გაგიჟებულია, მაგრამ “ბარსელონაში” ჩვენ ამაზე არც კი ვფიქრობთ. რაც მთავარია ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და გვქონდეს თამაშის ხალისი. ჩვენ იმით ბედნიერები უნდა ვიყოთ, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთოთ ის რაც ვიცით და რაც მწვრთნელს სურს. შენ ასევე უნდა იმუშაო და ამასთან ერთად სიამოვნებაც უნდა მიიღო. მე მოხარული ვარ იმით, რომ შეტევაში ვთამაშობ, მაგრამ მე ასევე დაცვაც მიწევს. არც “პრიმერაში” და არც “სეგუნდაში” მარტივად არაფერი არ ხდება.”

“ერთ–ერთი მიზეზი “ბარსას” წარმატებისა არის კარგი ატმოსფერო, რომელიც გასახდელშია. მე ახლა ძალიან კარგად ვიცი, რომ თუ დიდებულ გუნდს არ აქვს ერთობა, მაშინ საბოლოოდ ეს გუნდი ვერაფერს მიაღწევს. აქ ერთმანეთს ყველა ეხუმრება, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ბევრს მუშაბენ, გამხნევებენ როდესაც რამე არ გამოგდის და ეს ყველაფერი მოედანზე აისსახება. მაგალითისთვის “მადრიდთან” გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელებს ცალი ფეხი მოედანზე ქონდათ და გვარდიოლამ თქვა, რომ ეს დიდს არაფერს ნიშნავდა, რადგანაც თუ გუნდი 2 თამაშს წააგებდა, მაშინ ჩემპიონობას დაკარგავდა და ვერავინ ვეღარ გაიხსენებდა იმ 5–0–ს. თუ ყოველ შეხვედრაში არ დაიხარჯებოდნენ 100%–ით, მაშინ ისინი ვერ გაიმარჯვებდნენ და აი მიზეზი იმისა, თუ რატომ ანადგურებს ყველას “ბარსა”.”

ნოლიტომ ასევე გვარდიოლაზე ისაუბრა: “პეპი მე საკმაოდ მენდობა. მან ჩემდამი ნდობა უკვე ბევრჯერ გამოიჩნა. ახლა მე ახალ კონტრაქტს ველოდები, მაგრამ თუ არ შემომთავაზეს მე იძულებული გავხდები გუნდი დავტოვო, მაგრამ ამისდამიუხედავად,

პეპთან ძალიან კარგად ვარ და მისი ძალიან მადლიერი ვარ. მან მე რამდენიმეჯერ პირველ გუნდში მათამაშა, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ.”

საბოლოოდ ნოლიტომ განაცხადა, რომ მას ამ დღესასწაულებზე ფეხბურთის ცოტა ხნით დავიწყება და ოჯახთან ერთად ყოფნა სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward