კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ შეთანხმებას მიაღწია ამრიკულ კლუბთან, “ნიუ იორკ რედ ბულსთან”, რომლის თანახმადაც ფრანგი ფეხბურთელი მათ ზაფხულში შეუერთდებათ, გვატყობინებს The Sun. ამერიკელები დიდი ხნის მანძილზე ამჟღავნებდნენ ინტერესს 32 წლის ფეხბურთელისადმი. ჯერ კიდევ იანვარში ტიერი ანრი ამერიკაში იყო წასული “ხარების” ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად.
შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მიმდინარე სეზონში ვერა და ვერ მოახერხა “ბარსას” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, სადაც სამი წლის წინ ლონდონის “არსენალიდან” გადავიდა. ანრიმ წელს ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა და გაიტანა ოთხი გოლი.
წყარო: Soccer.ru