კატალონიის “ბარსელონა” “მონაკოს” მცველით ჯიბრილ სიდიბეთი დაინტერესდა, რომელიც ფრანგულ კლუბს გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა.
24 წლის ფრანგს “ბარსელონა” განიხილავს, როგორც ჟოაო კანსელოს ალტერნატიულ ვარიანტს. “ვალენსიას” პორტუგალიელი ლატერალის გაფორმება კატალონიელებს ზამთარში სურთ.
სიდიბემ “ბარსელონას” ყურადღება უნივერსალურობითა და შეტევაში აქტიურობით მიიპყრო.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ზამთარში ტრანსფერს არ განახორციელებს, რადგან ალეიშ ვიდალი გუნდში რჩება.


