”ბარსელონასა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების 23 წლის ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, საშობაო მინი-არდადეგების დროს არგენტინაში ყოფნისას ინტერვიუ მისცა ყოველდღიურ გამოცემა ”Olé”-ს.
”ყოველთვის ვცდილობ შედეგი გავაუმჯობესო. სწორედ ამიტომ მინდა, რომ მომდევნო სეზონში, 2010 წელთან შედარებით, უკეთესი შედეგი ვაჩვენო”. ეს ერთგავრად გამაფრხილებელი სიგნალია ”ბარსელონასა” და არგენტინის მეტოქეთა მისამართით. თუ ლიონელ მესი, მის მიერ გაკეთებული განცხადებას სისრულეში მოიყვანს და ის 2011 წელს თავის შედეგს გააუმჯობესებს… იმიტომ, რომ მიმდინარე წელი ”რწყილმა” განსაცვიფრებელი შედეგით დაასრულა: 60 გოლი გაიტანა ”აზულგრანასა” და არგენტინის მაისურით… საოცარია!
როსარიოში, თავისი საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმულმა ლეომ, გასული წლის მიმოხილვა გააკეთა, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ასევე ბომბარდირის რანგში: ”ყოველი წლის ბოლოს, როდესაც თვალს გადავავლებ გასულ პერიოდს, კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ: ვთამაშობ ფეხბურთს, და ამით ბედნიერება მომაქვს უამრავი ადამიანისთვის. როდესაც ბევრი გოლები გამაქვს, უფრო კმაყოფილი ვარ. კიდევ ერთ სიმართლეს გეტყვით – ხანდახან საგოლე პასების გაკეთება უფრო მსიამოვნებს, ვიდრე გოლების გატანა.”
რა თქმა უნდა, ეს პატარა ბიჭი როსარიოდან, წყურვილს უკლავს მათ, ვისაც გოლები სწყურიათ. 60 გოლი 64 თამაშში, 58 ”ბარსას”, ხოლო 2 არგენტინის შემადგენლობაში. რეგისტრაცია 10 იანვარს დაიწყო, ”ტენერიფეს” წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკით, ხოლო დასრულდა 12 დეკემბერს, ”რეალ სოსიედადის” კარში გატანილი ორი გოლით.
”2011 წელს მინდა ტიტული მოვიგო ეროვნულ ნაკრებთანთან ერთად. ასე რომ პაპა ნოელს საჩუქრად ”კოპა ამერიკას” მოგებას ვთხოვ”.- თქვა მესიმ ხუმრობით, თუმცა შემდეგ სერიოზულად დაამატა: ”ყველაფერს ვიზავ მის მოსაგებად. ეს ის საჩუქარია, რომელიც არგენტინელებისთვის მინდა. ჩემი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს შესანიშნავ წელს.”

მესიმ 2010 წელი 60 გოლით დაასრულა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


