“ბარსელონა” 18 წლის ცენტრალური მცველის, დაიო უპამეკანოს შეძენის ვარიანტს განიხილავს, რომელიც ავსტრიული “ზალცბურგის” ღირსებას იცავს.
დაიომ ყურადღება 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე მიიპყრო, მაგრამ დიდმა კლუბებმა ინტერესი არ გამოიჩინეს და ფეხბურთელის კონტრაქტი “ვალანსიენისგან” არ გამოისყიდეს.
ამით “ზალცბურგმა” ისარგებლა და ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.2 მილიონი ევრო გადაიხადა. ამჟამად დაიო ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ცენტრალურ მცველად ითვლება.
უპამეკანო ავსტრიული ბუნდესლიგის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, რის გამოც მისი სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.
