მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენრიკე: “საშინაო დავალება შევასრულეთ”

ენრიკე: “საშინაო დავალება შევასრულეთ”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “გლადბახის” 4:0 განადგურების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“საშინაო დავალება შევასრულეთ. ჯგუფურ ეტაპზე, შესაძლოა, სიურპრიზს შეხვდე. არიან გუნდები, რომლებისგანაც ყველა პირველ ადგილს ელოდა, მაგრამ მათ მე-2 პოზიცია დაიკავეს. წარსულში, წილისყრაში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ.

დღევანდელი თამაშიდან ბურთის სწრაფ მოძრაობას გამოვყოფ. იმის მიუხედავად, რომ მეტოქე წაგებისთვის თავიდანვე მზად იყო, გერმანელები მთელი თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდნენ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში