workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” მოწინააღმდეგეებს აკვირდება

“ბარსელონა” მოწინააღმდეგეებს აკვირდება

პეპ გვარდიოლა არასოდეს ცხოვრობს წარსულში მიღწეული წარმატებებით და ყოველთვის სათანადოდ აფასებს და პატივს სცემს მეტოქის გუნდს, რასაც ის ხშირად იმეორებს თავის პრეს-კონფერენციებზე. მან “ემირეითს სთედიუმზე” გაგზავნა რამდენიმე “წყვილი თვალი” ვიდეოკამერებით, რათა მათ ჩაეწერათ იმ გუნდის თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში შეეცდება შემდეგ ეტაპზე გასასვლელი გზა გადაუკეტოს კატალონიის “ბარსელონას”. რა თქმა უნდა, ეს გუნდი ლონდონის “არსენალია”, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში, 32 ქულით, მესამე ადგილზე იმყოფება. Sport.es-ზე დაყრდნობით, პეპ გვარდიოლას “ჯაშუშებს” მეორე ლონდონური კლუბის, “ჩელსის” თამაშიც უნდა გადაეღოთ, რომელიც პრემიერლიგაზე “არსენალს” 1 ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილს იკავებს. ამ კლუბს “ბარსელონა” წარსულში ძალიან ბევრჯერ შეხვდა, მაგრამ ამჯერად “ლურჯებს” ახალი მწვრთნელი ყავთ და გვარდიოლა წინასწარ ემზადება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში