კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩის თაობაზე, ჟურნალისტებს მოლოდინი გაუზიარა. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.
“გამარჯვება არის საუკეთესო წამალი ყველა პრობლემისთვის. საოცრად გამოვდივართ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში – თითქმის იდეალურად.
მიუხედავად იმისა, რომ ხვალ გასამართ შეხვედრას სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩვენთვის მაინც საჭიროა, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში “კამპ ნოუზე” ვითამაშებთ.
შემიძლია შევცვალო სქემა, გამოვიყვანო მოედანზე სხვა მოთამაშეები, ვინმეს დასვენების უფლება მივცე, მაგრამ გამარჯვება მნიშვნელოვანია. წარუმატებელი სერიის შემდეგ, ეს ჩვენს გუნდურ სულისკვეთებას გააძლიერებს. თუმცა, მე ფეხბურთელების ჯანმრთელობით ნამდვილად არ გავრისკავ.” – განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის წინ.
