კატალონიის “ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ სერხიო რამოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა და გაიხსენა 6 წლის წინ, პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა. მაშინ, “ბლაუგრანას” ხოსეპ გვარდიოლა ხელმძღვანელობდა. “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მადრიდის “რეალი” ანგარიშით 5:0 გაანადგურეს.
“ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ეროვნულ გუნდში ერთად დიდ დროს ვატარებთ, მაგრამ შაბათს თითოეული ჩვენგანი საკუთარი კლუბის ინტერესებს დაიცავს.
2010 წელს “რეალის” განადგურება შევძელით, ანგარიშით 5:0. ამასთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ვისურვებდი, რომ თავს ფიზიკური თვალსაზრისით უფრო უკეთ ვგრძნობდე, მაგრამ ვფიქრობ მზად ვიქნები და “კლასიკოში” ვითამაშებ.” – ციტირებს ჟერარ პიკეს სიტყვებს Marca.
ხო
ტლინკები მაგ თამაშში რამოსმა ყარა, მესის კინაღამ ფეხი მოტეხა და იმიტომაც მიაბრძანეს.
Pique magariiii xar!
პიკეს გუშინ კითხვა დავუსვი ლაივში იყო ბარსელონას ფეისბუქ გვერდზე და მიპასუხა. სუპერ თასი და საქართველო გავახსენე მაგრა დაგვახასიათა და გოლი გატანა ვუსურვე <3 მაგარი კაცია ჯერარდი