ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა 2010 წლის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია წარმოგვიდგინა, რომელშიც “ბარსელონას” 5 ფეხბურთელია შესული. ბუნებრივია, კატალონიური კლუბი ამ მხრივ დომინანტია. მე-2 ადგილზეა გასულ სეზონში ყველაფრის მომგები მილანის “ინტერი” 3 ფეხბურთელით, ხოლო თითო წარმომადგენელი ჰყავთ “ბენფიკას”, მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს”.
ფრანგული ვერსიით 2010 წლის გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: იკერ კასილიასი (“რეალი”);
მცველები: დუგლას მაიკონი (“ინტერი”), ჟერარ პიკე (“ბარსელონა”), ლუსიუ (“ინტერი”), ფაბიო კოენტრაო (“ბენფიკა”);
ნახევარმცველები: ჩავი, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა (ყველა “ბარსელონა”), უესლი სნეიდერი (“ინტერი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”);
თავდამსხმელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”).