workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

ყველა მოუთმენლად ელის ახალი წლის დადგომას. დამდეგი 2011 წლისგან ყველანი საუკეთესოს მოლოდინში ვართ. არც ”ბარსას” ფეხბურთელები არიან გამონაკლისნი. მათ სპეციალური ვიდეო მილოცვა მოამზადეს, რათა მიულოცონ შობის და ახალი წლის დადგომა ერთგულ გულშემატკივრებს. ვიდეოს გაკეთების იდეა ”ლა მასიას” აღსაზრდელებს გაუჩნდათ, ”ბარსას” ვარსკვლავებმაც უარი არ თქვეს ამ შეთავაზებაზე, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ დამოკიდებულებას ახალგაზრდებთან. ლეო მესი, ვიქტორ ვალდესი, პედრო როდრიგესი, ანდრეს ინიესტა, ბოიან კრკიჩი, კარლეს პუიოლი, ხეფრენ სუარესი, როჯერ გრიმაუ და ვიქტორ სადა – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვიდეო მიმართვაში.

ფეხბურთელების უმეტესობა ”ლა მასიაშია” გაზრდილი, ამიტომ ისინი გრძნობენ ერთმანეთის მხარდაჭერას. მაგალითად ლეო მესი ყოველთვის უზიარებს თავის დარდს თუ სიხარულს მის მეგობრებს ”ბარსაში”. პუიოლი მოუწოდებს ახალგაზრდებს ისიამოვნონ თამაშის თითოეული წუთით. ბოიანი მაგალითია როგორ უნდა სწავლობდეს და იზრდებოდეს ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი წინააღმდეგობა ხვდება გზად. პედრო და ვალდესი კი ”ლა მასიის” სახეები არიან.

 

ვიდეო:

[media=http://www.youtube.com/watch?v=fIh1132UaDo]

 

ეს კი საშობაო ”barca toons”

[media=http://www.youtube.com/watch?v=qpAYckEU2TY]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward