“ბარსელონას” მცველი, მარლონ სანტოსი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის შემდეგ ემოციებს ვერ მალავს. 21 წლის ბრაზილიელმა, “სელტიკის” წინააღმდეგ (2:0) კატალონიური კლუბის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მან მოედანზე 22 წუთი დაჰყო. ის თამაშში ხერარდ პიკეს ნაცვლად ჩაერთო.
“მოედანზე გამოსვლამდე ვნერვიულობდი, მაგრამ ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ეს მომენტი დამდგარიყო. ბრძოლას მთელი ძალა და ღონე შევალიე. “ბარსელონას” რიგებში დებიუტისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი.
ახლა მუშაობა უნდა გავაგრძელო, რომ გუნდისთვის სასარგებლო ვიყო. თანაგუნდელებს ავტოგრაფის დატოვებას ვთხოვ მაისურზე, რომელსაც ჩემს სახლში ჩამოვკიდებ.” -ციტირებს მარლონის სიტყვებს Mundo Deportivo.