კატალონიის “ბარსელონას” ახალმა შენაძენმა, “პსვ” ეინდჰოვენის ყოფილმა ფეხბურთელმა, იბრაჰიმ აფელაიმ, რომელიც კატალონიაში დღეს ჩავიდა პირველი კომენტარი გააკეთა “Barca.TV”-თან.
“ეს არის განსაკუთრებული შეგრძნება და ვარ ძალიან ბედნიერი. “ბარსელონა” მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და მე უკვე მივხვდი პირველივე დღეს, თუ რას ნიშნავს “ბარსა”. ეს ჩემი პირველი ვიზიტია ამ ქალაქში და აქ ყველაფერი კარგია. გარდა ამისა უნდა აღვნიშნო, რომ ხელმძღვანელობა ძალიან კარგად დამხვდა. “ბარსელონაში” თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. დაასახელეთ ისეთი მოთამაშე, რომელსაც აქ თამაში არ სურს?!”- განაცხადა “ბლაუგრანას” ახალწვეულმა.