გამარჯვებები, გოლები, ბრწყინვალე და დახვეწილი თამაშები, კატალონიის “ბარსელონა” შესანიშნავ 2010 წელს ხურავს.
2010 წელი ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება “ბარსას” ისტორიისათვის, გუსლ წელს გუნდმა მოიგო ორი ტიტული, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და ესპანეთის სუპერთასი. ამასთან მოიგო ორი “ელ კლასიკო”. 10 აპრილს “ბერნაბეუზე” 0:2, ხოლო 29 ნოემბერს “კამპ ნოუზე”, დიდებული გამარჯვება 5:0. გასულ წელს კლუბმა წააგო მხოლოდ 5 თამაში , მოიგო 58 და გაიტანა 154 გოლი.
“ბარსამ” პირველი ტიტული 2010 წელის 16 მაისს მოიპოვა. მან ლა ლიგის თასის, ბოლო შეხვედრაში “რეალ ვალიადოლიდი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა. მეორე ტიტულის მოგება კატალონიელებმა ზაფხულზე, 21 აგვისტოს შესძლეს. ესპანეთის სუპერთასისათვის ერთმანეთს “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა “სევილიაში” მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, ხოლო მეორე მატჩში, “კამპ ნოუზე” “ბლაუგრანამ” მესის სამი გოლითა და კონკოს საკუთარ კარში გატანილი ბურთით 4:0 იმარჯვა.
“ბარსამ” 2010 წელს მხოლოდ 5 მარცხი იგემა. პირველი წაგება “სევილიას” წინააღმდეგ, კოპა დელ რეის თასზე მოხდა.(2:1) განმეორებითი შეხვედრა “ბარსელონამ” 1:0 მოგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. მეორე მარცხი “ბლაუგრანამ” იწვნია ლა ლიგაზე, მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. მიუხედავად იბრას ერთი გოლისა, “ბარსამ” ეს შეხვედრა 2:1 დათმო. ამის შემდეგ მოდის საკმაოდ დასანანი მარცხი მილანის “ინტერის” წინააღმდეგ.(3:1) განმეორებითი მატჩი კატალონიელებმა 1:0 მოიგეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ვერ მოახერხეს. მეოთხე წაგება “ბარსელონას” ისევ “სევილიასთან” ჰქონდა, ესპანეთის სუპერთასზე(3:1). თუმცა “ბარსამ” ეს ტიტული მაინც მოიპოვა. რაც შეეხება ბოლო მარცხს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს “ჰერკულესთან” განიცადა 11 სექტემბერს.
გასულ წელს კატალონიურმა კლუბმა შესძლო რეკორდული გამარჯვების მოპოვება. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის მატჩში “ალმერიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა, პირველი ტაიმი “ბარსას” გამარჯვებით 0:5 დამთავრდა, ხოლო მეორეში კიდევ 3 ბურთის გატანა შესძლო.(0:8). თავი ინიესტამ, ბოიანმა(2), მესიმ(3) და პედრომ გამოიჩინეს. ერთი გოლი კი აკასიეტემ საკუთარ კარში გაიტანა.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” ისეთი შედეგი არ ჰქონია, როგორც 2009 წელს, როდესაც კლუბმა 6 ტიტულის მოპოვება შესძლო. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში “ბლაუგრანა” იგივეს გაიმეორებს, მოიგებს რა 6 ტიტულს და ჩვენს გულებსაც გაახარებს.