workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი ბარსელონაში ხუთშაბათს ჩავა

აფელაი ბარსელონაში ხუთშაბათს ჩავა

იბრაჰიმ აფელაი, ”ბარსას” ზამთრის შენაძენი, ოთხშაბათს თავის ბოლო მატჩს გამართავს ”პსვ”-ს შემადგენლობაში. ხუთშაბათს, დილით, თავდამსხმელი ბარსელონაში ჩავა და შეუერთდება პეპ გვარდილას შეგირდებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით, კლუბებმა შეთანხმებას 2010 წლის 15 ოქტომბერს მიაღწიეს.
ტრადიციული ფოტოსესია, ”ბარსელონას” გერბის ფონზე, გაიმართება 14:45 საათზე. საღამოს კი, იბრაჰიმი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
თუ რამე გაუგებრობას არ ექნება ადგილი, ახალგაზრდა ფეხბურთელი ”ბარსელონას” პრეზიდენტის კაბინეტის კარს პარასკევს შეაღებს. შემდეგ კი, სანდრო როსელი და აფელაი, ტრადიციულ ფოტოსესიას გამართავენ კლუბის ცენტრალური ოფისის შესასვლელთან. ამის შემდეგ, გაიმართება იბრაჰიმის ოფიციალური წარდგენის ცერემონია, და ”კამპ ნოუზე” ”ბარსას” ფორმაში ფოტოსესია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward