“ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის ჭორებს გამოეხმაურა.
“ისინი ყოველთვის კუმანსა და “ბარსელონაზე” საუბრობენ. ყველამ იცის ჩემს “ბარსელონასთან” ურთიერთობაზე. ყველა ამბობს, რომ ერთხელაც კუმანი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახდება.
როდესაც “ვალენსიას” ვხელმძღვანელობდი, მე ვფიქრობდი, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო და შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, “ბარსელონა” გამხდარიყო. ახლა უფრო გამოცდილი ვარ: თქვენ არ შეგიძლიათ ითამაშოთ იმით, რაც გაქვთ, თქვენ არ შეგიძლიათ ითამაშოთ თქვენი ცხოვრებით. ცხოვრება ისეთი რამაა, სადაც ყველაფერია შესაძლებელი. ფეხბურთშიც ასევე ყველაფერია შესაძლებელი.
თქვენ არ შეგიძლიათ თქვათ: “მე წავალ “ევერტონში”, ერთი ან ორი წლის შემდეგ კი “ბარსელონაში” გადავალ”. რატომ? შეიძლება “ევერტონი” ბევრად უფრო დიდი კლუბი გახდეს, ვიდრე ახლაა. შესაძლოა, ლუის ენრიკემ იმდენად ბრწყინვალედ შეასრულოს თავისი მოვალეობები, რომ მათ უბრალოდ ახალი მწვრთნელი არ დასჭირდეთ.” – განაცხადა კუმანმა.
ინგლისური-პრემიერ ლიგის 11 ტურის შემდეგ “ევერტონი” სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.