ესპანური “სევილიას” ფრანგი ცენტრალური მცველი ადილ რამი ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს და არჩევანს არგენტინელის სასარგებლოდ აკეთებს.
“მოედანზე მესის წინააღმდეგაც მითამაშია, რონალდუს წინააღმდეგაც და გრიზმანისაც. სამივე მათგანს დიდ პატივს ვცემ. საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე გვაქვს. მას შემდეგ, რაც ესპანეთში ვთამაშობ, ერთმანეთს მხოლოდ მესისა და რონალდუს ადარებენ. ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არიან, მაგრამ მესი მესია. მას შეუძლია, 2-3 მეტოქესთან ორთაბრძოლის დროსაც კი, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. და თუ ის მის წინ აგრესიულად მოთამამაშე რამდენიმე მეტოქეს ხედავს, მას შეუძლია საჭირო პასი გააკეთოს. მესი უფრო გუნდური მოთამაშეა და ამიტომ, მას საუკეთესოდ მივიჩნევ.” – ციტირებს რამის სიტყვებს Goal.