“ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი ლიონელ მესი Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის ზედიზედ მეორედ იბრძოლებს. დაჯილდოების ცერემონია 27 და 28 დეკემბერს, დუბაიში გაიმართება.
Globe Soccer Awards-ის ვერსიით წლით საუკეთესო ფეხბურთელობისთვის, მესის გარდა, კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), გარეთ ბეილი (“რეალი”), ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”), ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”) და გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) იბრძოლებენ.
Globe Soccer Awards წლის საუკეთესო ფეხბურთელს 2011 წლიდან ავლენს. ეს ჯილდო 2-ჯერ რონალდუს, ხოლო თითოჯერ რადამელ ფალკაოს, ფრანკ რიბერისა და ლეო მესის მოუგიათ. არგენტინელს შანსი აქვს გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ მოიგებს.
Midi leo ronaldos achuqe xleo
იგუაინი :დ
იგუაინი? 😀