Rakuten-თან დადებული ხელშეკრულების თანახმად, “ბარსელონა” მინიმუმ 220 მილიონ ევროს მიიღებს. ნახსენებ თანხას ემატება ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერა დივიზიონის ტიტულთა მოპოვების შემდეგ გამომუშავებული ბონუსებიც. ახალ სპონსორთან კონტრაქტი 2021 წელს იწურება.
“ბარსელონასა” და Rakuten-ის ხელშეკრულების ფინანსური ასპექტები, ოფიციალურად გახმაურებული არ არის. ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერა დივიზიონის მოგების შემთხვევაში კლუბი წელიწადში 60 მილიონ ევროს მიიღებს.
ახალი კონტრაქტის წყალობით, “ბარსელონა” იმ კლუბებს შორის მეორე ადგილზე გადავიდა, რომლებიც სატიტულო სპონსორისგან ყველაზე დიდ თანხას გამოიმუშავებენ.
სიის ლიდერი “მანჩესტერია” (71 მილიონი ევრო), რომლის სატიტულო სპონსორი Chevrolet გახლავთ.
“ბარსელონას” ამჟამინდელი სპონსორისგან (Qatar Airways) წელიწადში, 33.5 მილიონი ევრო შემოსდის.