Rakuten-მა “ბარსელონასთამ” კონტრაქტის გაფორმება კატალონიელთა მცველის, ხერარდ პიკეს ვიზიტის შემდეგ გადაწყვიტა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2015 წლის ზაფხულში პიკე ტოკიოში ჩაფრინდა, რათა “ბარსელონას” ადგილობრივი სკოლა მოენახულებინა, სადაც Rakuten-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა და დაიდო მათ შორის შეთანხმება კლუბის დაინტერესებაზე, ონლაინ გაყიდვის სფეროში მსხვილი კომპანიის თანამშრომლობით.
კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ პიკემ გასულ წელს კომპანიის დირექტორთან ვახშმის ორგანიზება მოაწყო, სადაც შეთანხმებას მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ” თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Rakuten-თან კონტრაქტის გაფორმებაზე ინფორმაცია გაავრცელა.
Rakuten კატალონიური კლუბის გენერალური დირექტორი გახდება და მიიღებს უფლებას, რომ “ბარსელონას” სათამაშო ფორმაზე კომპანიის სახელწოდება განათავსოს.