ლისაბონის “ბენფიკას” მცველი, ნელსონ სემედუ ზამთარში “ინტერში” არ გადავა. მილანურმა კლუბმა 23 წლის ფლანგის ფეხბურთელის შეძენაზე უარი თქვა.
სტეფანო პიოლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისვლისთანავე “ინტერმა” ყურადღება სხვა მცველებზე გაამახვილა – ალეიშ ვიდალსა (“ბარსელონა”) და რიკარდო როდრიგესზე (“ვოლფსბურგი”).