workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

“ბარსელონას” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

გოგონებმა ფინალში “ვოლფსბურგი” 3-2 დაამარცხეს და ტიტული ისტორიაში მეორედ მოიგეს.

“ბარსელონამ” პირველი ტაიმი ევა პაიორისა და ალექსანდრა პოპის გოლებით 0-2 წააგო, თუმცა მეორე ნახევარში თამაში შემოატრიალა. პატრისია გიხარომ 48-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, 50-ზე კი წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი 70-ე წუთზე ფრიდოლინა როლფომ გაიტანა. 

“ბარსას” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მესამედ, ხოლო ბოლო 5 წელში მეოთხედ გავიდა. გუნდი 2019 და 2022 წელს მეორე ადგილზე გავიდა, 2021 და 2023 წელს კი ჩემპიონობა იზეიმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • nika 54
    schedule 04 ივნ 2023, 18:01
    #24

    ციტატა: Griezzy7
    იდეალური დღე იცით როგორია?

    – როდესაც გვარდიოლა ტიტულს იგებს
    – როდესაც ჩვენი სატრანსფერო სამიზნე ორ ერთმანეთზე ლამაზ გოლს იტანს
    – როდესაც ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგას იგებს თან ქამბექით
    – როდესაც ბარსელონა ბ ამარცხებს რეალ მადრიდ ბ-ს
    – როდესაც მესი პსჟ-ში ბოლო მატჩს ატარებს


    და ძალიან ცუდია, რო ამ ბოლო თამაშშიც კი უსტვენენ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს. კარგია რო მოდის ლეო, არ არიან ფრანგები ღირსი, რომ ლეოს თამაშს უყურონ.

  • azulgerana
    schedule 04 ივნ 2023, 16:43
    #23

    რა მაინტერესებს ეხლა. რამდენი მოიგეს ფულადი ჯილდო.
    ანუ ბიუჯეტს თუ ავსებენ თორე ესე მგონია ამ გოგოების გუნდის შექმნას გადაჰყვა კაცების გუნდი ფინანსურად, ეს ჩემი ეჭვებია.

  • me da barca
    schedule 04 ივნ 2023, 12:42
    #22

    ძალიან გამიხარდა გოგოების წარმატება. ეს ერთი და სხვა მრავალი.
    პ.ს. სურათზე ლაპორტას მუცელი არ გაუსკდეს. ,,მეშინია ბატონო არ გაგისკდეს მუცელი". (მ.ფ.)

    ციტატა: Don_Andresito
    გუიხარო გაიხარე, guijarro she jigarro 😁 ჩახატა ქალმა. და კიდე ქება კრუს ლუისს, ბარსა ბ-ეს ბრილიანტს. ყოჩაღ ჩავი რო დრო არ მიეცი. რეალთან თან გამოვიდა 4-2.


    მართლა ძალიან გამახარეს გოგოებმა, ლამის ცრემლები წამომივიდა სიხარულისგან. რაც შეეხება კრუს ლუისს, ულამაზესი გოლები გაიტანა, შეუსრულა მეკარეს რასაც ქვია.

  • Don_Andresito
    schedule 04 ივნ 2023, 03:45
    #21

    გუიხარო გაიხარე, guijarro she jigarro 😁 ჩახატა ქალმა. და კიდე ქება კრუს ლუისს, ბარსა ბ-ეს ბრილიანტს. ყოჩაღ ჩავი რო დრო არ მიეცი. რეალთან თან გამოვიდა 4-2.