workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაკიტიჩი, გომეში და სილესენი კლუბს შეუერთდნენ

რაკიტიჩი, გომეში და სილესენი კლუბს შეუერთდნენ

“მალაგასთან” მატჩამდე 4 დღით ადრე, ლუის ენრიკეს არასრულ შემადგენლობას, ივან რაკიტიჩი, ანდრე გომეში და იასპერ სილესენი შეუერთდნენ. სამშაბათს დილით “ბარსელონამ” სავარჯიშო სესია გამართა.

სამეული სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბს დაუბრუნდა. ხორვატი ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს ირლანდიასთან მატჩის წინ გამოეთიშა.

“სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” გამართულ სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა სარეზერვო გუნდის 5-მა ფეხბურთელმა მიიღო: მარლონი, კარბონელი, აბელედო, ალფარო და მარკ კარდონა.

გუნდი ხვალაც ივარჯიშებს, ცენტრალური ევროპული დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 14:00).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • GiiuShhh ))
    schedule 15 ნოე 2016, 23:13
    #1

    au dzmebo damexmaret raa windows 7 miyenia da windows 10 ver gadavayenebt ? dzmurad damexmarte raa