workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარლონი: “ჩემი შეცდომების გამო წავაგეთ”

მარლონი: “ჩემი შეცდომების გამო წავაგეთ”

“ბარსელონა ბ”-ს 21 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი კატალონიელთა ბოლო შეხვედრაზე საუბრობს და წაგებაზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.

“თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ მომატება შემიძლია. გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ჩემი შეცდომები გადამწყვეტი აღმოჩნდა. მუშაობა უნდა განვაგრძო, რადგან ფეხბურთი ასეთი სპორტია. თავი მაღლა უნდა ავწიო და ვიმუშავო.

პირველი გოლის დროს, ბურთზე დროულად არ მივედი, რაც შეცდომა იყო. ასეთი რამ ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს და გამონაკლისი არც ჩემი შემთხვევაა – ადამიანი ვარ. ასეთი რამ ხდება ხოლმე.

ეს წაგება შემთხვევითობა არ ყოფილა. ჩემი შეცდომების გამო დავმარცხდით. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დავიბენი, მაგრამ დროა მუშაობა განვაგრძო.”

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა ბ”-მ, ესპანეთის მე-3 დივიზიონის მე-14 ტურში, “ბადალონასთან” შინ 1:3 წააგო, რის გამოც ახალგაზრდა კატალონიელებმა ლიდერობა დათმეს.

რაც შეეხება მარლონ სანტოსს, ის “ბარსამ” “ფლუმინენსედან” არენდით აიყვანა. ივარაუდება, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს, მომავალში, კატალონიელთა პირველ გუნდში ვიხილავთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward