workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გიუნდოგანი: “ბარსელონა” ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა”

გიუნდოგანი: “ბარსელონა” ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა”

“მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრის (3:1) გმირი ილქაი გიუნდოგანი მატჩის შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისმა გუნდმა 3 ქულის აღება დაიმსახურა.

“გარშემო იმდენი გაღიმებული სახეა. ჩვენ დავიმსახურეთ, რომ მოგებით სიამოვნება მივიღოთ. ეს ძალიან სასიამოვნო საღამო იყო და ჩვენ 3 ქულა დავიმსახურეთ.

“ბარსელონა” ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა, რომელსაც მოედანზე შეხვდები. თუმცა, ჯგუფში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ეს მოგება გვჭირდებოდა.

ზეწოლას განვიცდიდით. ეს მატჩი იოლი არ ყოფილა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. თუმცა, შესვენების შემდეგ შთამბეჭდავად ვითამაშეთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward