კატალონიის “ბარსელონა” “მანჩესტერ სიტისთან” ჩატარებულ გასვლით მატჩში, 1:3 დამარცხდა.
მასპინძელი გუნდის ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა შეხვედრის 50-ე წუთზე, “ბარსელონას” კარი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით აიღო. “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ მნიშვნელოვანი გოლი არ აღნიშნა.
გვარდიოლამ უბრალოდ წარმოთქვა სიტყვა “გოლი”, როცა დე ბრუინეს მიერ დარტყმული ბურთი ბადეში გაეხვა. ამით ხოსეპმა ყოფილ კლუბს სცა პატივი.
“სიტიმ” მეორე ნახევარი მშვენივრად ჩაატარა და კატალონიური კლუბი ქულების გარეშე დატოვა. მიუხედავად ამისა “ბარსელონა” მაინც C ჯგუფის ლიდერად რჩება. 4 მატჩში “ბლაუგრანამ” 9 ქულის მოპოვება შეძლო.
ხოსეპ გვარდიოლა თავის დროზე “ბარსელონას” კაპიტანი, შემდეგ კი ლეგენდარული მწვრთნელი იყო.
ნერვები მეშლება რა საწყისი წუთებიდანვე რომ ცუდათ ეთამაშათ ზედმეტათ ნერვებსაც არ ავიშლიდი მაგრამ ისე დაიწყეს პირველი ტამი ვიფიქრე სიტის ბურთს გადაახევენთქო მარა რეალურათ პირიქით მოხდა მეორე ტაიმში. საერო ჯამში როგორც ითამაშეს ისეთი შედეგი მიიღეს.
რავი მესამე გოლზე ლამის გამოიძრეო დაიყვირა :დდ