ერთ თვეზე ნაკლები დარჩა 2010 წლის ”ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობის გარკვევამდე. მთელმა მსოფლიომ იცის იმ სამი კანდიდატის სახელი, რომლებიც წარდგენილი არიან ამ ჯილდოზე. ყოველ მათგანს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ეხლა კი გთავაზობთ ლეო მესის, ანდრეს ინიესტას და ჩავი ერნანდესის პლიუსებს და მინუსებს.

ლეო მესი
პლიუსები
ევროპის საუკეთესო ბომბარდირი: ”ოქროს ბუცის” მფლობელი. მიმდინარე სეზონშიც არ თმობს პოზიციებს. მესის გოლები თითქმის ყველა მატჩში გააქვს.
ეფექტური: ის, რისი გაკეთებაც მას შეუძლია სხვა ვერ აკეთებს.
საუკეთესო ასისტენტი: მესი მხოლოდ გოლებს არ იტანს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ლეო ჩავის და დონ ანდრესს არ უდებს ტოლს საგოლე გადაცემების რაოდენობაში.
მინუსები
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის იმედგაცრუება: არ შეიძლება მესის დადანაშაულება უმოტივაციობაში და მოუნდომებლობაში. არგენტინა ჩემპიონატს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა. ჩემპიონატზე მესის გოლი არ გაუტანია.
ნოკაუტი ”ინტერთან” ნახევარფინალში: ”ჩემპიონთა ლიგის” საუკეთესო ბომბარდირი ”ინტერთან” მატჩში მოედანზე შეუმჩნეველი იყო.
წარმატების განმეორება რთულია: იოჰან კრუიფი, კევინ კიგანი, კარლ-ჰაინც რუმინიგე, მარკო ვან ბასტენი და მიშელ პლატინი არიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც 2-ჯერ ზედიზედ მოიგეს ”ოქროს ბურთი”.
ანდრეს ინიესტა
პლიუსები
გადამწყვეტი მსოფლიო ჩემპიონატზე: ყველას ძალიან კარგად ახსოვს ინიესტას გოლი ჰოლანდიის ნაკრებთან. მან ასევე გაუტანა ჩილეს და მიიღო მონაწილეობა საგოლე მომენტებში პორტუგალიასთან (1/8) და პარაგვაისთან (1/4).
სეზონის შესანიშნავი დასასრული: მიმდინარე სეზონში ინიესტა ძალიან კარგად გამოიყურება. ამ სეზონში მან 4 გოლის გატანა მოახერხა. მან უკვე გაიტანა იმაზე მეტი გოლი, ვიდრე წინა სეზონში.
მუნდიალს დიდი მნიშვნელობა აქვს: ზინედინ ზიდანი (1998), რონალდო (2002) და ფაბიო კანავარო (2006) ”ოქროს ბურთის” მფლობელები დიდწილად მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაშის გამო გახდნენ. თუ გავითვალისწინებთ ინიესტას როლს ”ფურია როხაში”…
მინუსები
ცოტა გატანილი გოლი: ფაბიო კანავაროსთან ერთად ანდრეს ინიესტა ყველაზე ნაკლებად გამტანია იმათ შორის, ვინც წარდგენილი არიან ”ოქროს ბურთის” კანდიდატთა სამეულში.
ტრავმები: ტრავმების გამო გამოტოვა წინა სეზონის მნიშვნელოვანი მონაკვეთი და ვერ დაეხმარა ”ბარსელონას” მილანის ”ინტერთან” მატჩში.
აუღიარებლობა: თავის საუკეთესო, 2009 წლის სეზონში ინიესტამ ერთი ჯილდოც კი ვერ მიიღო. იგივე სიტუაციაა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ: ტურნირის საუკეთესო მოთამაშეებად ”FIFA”-მ სნეიდერი, ფორლანი და ვილია დაასახელა.
ჩავი ერნანდესი
პლიუსები
სტაბილურობა: ბოლო წლების მანძილზე ჩავიმ ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. ყველა მათგანი უმაღლეს დონეზე.
ხალხის აზრი: ახალმა ხმის მიცემის სისტემამ შეიძლება ჩავის გამარჯვება არ მოუტანოს, მაგრამ კრიტიკოსები ნაკლებად იაქტიურებენ.
ძირითადი მოთამაშე ორივე გუნდში: მიუხედავად იმისა, რომ მისი თამაში ისეთი მკვეთრი არ არის, როგორიც ინიესტას და მესის ის შეუცვლელია ”ბარსელონასთვის” და ესპანეთის ნაკრებისთვის.
მინუსები
”ვარსკვლავური საათის” უკმარისობა: ის შესანიშნავად გამოიყურება ”ბარსაში” და ესპანეთის ნაკრებში, თუმცა ინდივიდუალური ”ვარსკვლავური მომენტის” გარეშე გამარჯვება რთული იქნება.
”ჩემპიონთა ლიგის” გარეშე: ჩავი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ვერ მონახა ”ინტერის” დაცვის გასაღები და დარჩა მოედანზე შეუცვლელი.
ჯილდო ამ სეზონით გაიცემა: წლების მანძილზე ჩავიმ ბევრი ჯილდო მოიპოვა და ის თავისი დამსახურებებით ყველაზე მეტად იმსახურებს ”ოქროს ბურთს”, თუმცა ჯილდო ერთი სეზონის მიხედვით გაიცემა. ეს მის სასარგებლოდ იმოქმედებს?