workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პულისიჩით დაინტერესდა

“ბარსელონა” პულისიჩით დაინტერესდა

კატალონიის “ბარსელონა” “დორტმუნდის” 18 წლის ნახევარმცველით, კრისტიან პულისიჩით დაინტერესდა. Mundo Deportivo იტყობინება, რომ ამერიკელი ფეხბურთელი ხოსეპ მარია ბართომეუს სატრანსფერო ფილოსოფიას ერგება. 

“ბარსელონას” პრეზიდენტს ფინანსური ფეირ-პლეის დაცვით გუნდის გაძლიერება და მომავალ ათწლეულში შემტევი ფილოსოფიის შენარჩუნება სურს.

ახალი სატრანსფერო მოდელის მაგალითად სამუელ უმტიტი და ლუკა დინი მიიჩნევიან.

პულისიჩის კონტრაქტი “დორტმუნდთან” 2019 წლამდეა ვადაში.

“ბორუსიას” რიგებში  ჩატარებულ 20 მატჩში ახალგაზრდა ამერიკელმა 3 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward